Wednesday, January 30, 2013

გალაქტიკა

 გალაქტიკა შედგება უამრავი სხეულისაგან: პლანეტებისაგან, ვარსკვლავებისაგან, კომეტებისაგან, მტვრის ნაწილაკებისაგან, შავი ხვრელაბისაგან და სხვა მრავალი ჩვენთვის ამოუცნობი სხეულებისაგან. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელაც კი არ უფიქრია იმაზე, თუ რა ხდება კოსმოსში, რისგან შედგებიან პლანეტები, რატომ ინარჩუნებენ თავიანთ ორბიტას და ყველაზე მთავარი, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე? მარტივ ენაზე რომ ვთქვათ არსებობენ თუ არა ეგრეთ წოდებული "უცხოპლანეტელები"? ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უფრო დავკონკრეტდები და ვისაუბრებ პლანეტა ვენერაზე.


ცაზე მოკაშკაშე ცისკრის ვარსკვლავი


ალბათ ყველას დაუნახავს გამთიადის ან მწუხრის წინ ლამაზად მოკაშკაშე ვარსკვლავი – "ცისკრის ვარსკვლავი", ან სხვანაირად "მწუხრის ვარსკვლავი", მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი პლანეტა ვენერაა. პლანეტა, რომელიც მზიდან მეორეა დაშორებით და მას დედამიწის დობილს უწოდებენ, რადგან ეს ორივე ციური სხეული ძალიან ჰგავს ერთმანეთს თავიანთი ზომებითა და შემადგენლობით. განსხვავება კი ისაა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს, ვენერაზე კი ეს წარმოუდგენელია და ამის მიზეზს შემდეგში გაეცნობით.

ვენერა–სიყვარულის ქალღმერთი
პლანეტას ეს სახელწოდება მომდინარეობს რომაელი სიყვარულის ქალღმერთ ვენერასაგან. ძვალ ქართულში კი მას მოიხსენიებდნენ როგორც ასპიროზს. მას ჩინურ, კორეულ, ვიეტნემურ და იაპონურ კულტურაში მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星)  ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", მაგრამ ამ სახელით არ მოიხსენიებენ.ამის მიზეზი ისაა, რომ სიტყვე "ვენერიული" სქესობრივე გზით გადამდებ დაავადებასთან ასოცირდება. ამიტომ მეცნიერები მას მოიხსენიებენ სახელწოდებით "სითერიული", რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი აფროდიტეს ალტერნატიული სახელია.

პლანეტა ვენერა.







ვენერა  ყველაზე კაშკაშა პლანეტაა, იგი მზესთან ყველაზე ახლოს მიდის და  მზისგან  ირეკლავს სხივებს, ესააა მისი გამორჩეული სიკაშკაშის მიზეზი.მის ზედაპირზე ათასობით ვულკანია. იგი გოგირდმჟავას გაზებისგან (გოგირდის დიოქსიდი) შედგება.მის შუაგულში წნევა(9.3 მგპ.) და ტემპერატურა ძალიან მაღალია. ზედაპირზე კი 470 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.ვენერას ზედაპირი დაფარულია თეთრი ღრუბლით. მასზე ვერ შევხვდებით კოსმოსურ ობიექტებს დიდი წნევის გამო. აგრეთვე ვენერაზე ვერ დაეშვება კოსმოსური ხომალდი, რადგან მასთან მიახლოებული ყოველი სხეული მაშინვე იწვის მაღალი ტემპერატურის გამო. თანამგზავრებს მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუძლიათ რეალობის ასახვა.მცირე დროის შემდეგ კი იწვებიან.ალბათ უკვე ყველა მიხვდება თუ რატომ არ არის ვენერაზე სიცოცხლის არსებობის სულ მცირე ალბათობაც კი. წარმოუდგენელია თუ როგორ იარსებებს მასზე ცოცხალი ორგანიზმი ასეთ პირობებში.
2006 წელს პლანეტაზე მიაღწია კოსმოსურმა ხომალდმა "ვენერა ექსპრესმა", რომელმაც დააფიქსირა ოგირდმჟავას გაზების საგრძნობელი მომატება. მეცნიერების აზრით ეს მოვლენა ვულკანების ამოფრქვევასთანაა დაკავშირებული. მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით ძლიერი ატმოსფერული ქარები იწვევს გაზების მოგროვებას. ამ ორი მოსაზრებიდან უფრო მეტად დამაჯერებელია პირველი, რადგან იგივე შემთხვევა ამერიკულმა აპარატმა ”Pioneer Venus”-მაც დააფიქსირა.იგი პლანეტა ვენერას  1978-1992 წლებში იკვლევდა.

ვულკანები ვენერაზე.

ვენერასთვის ერთი წელი უდრის დედამიწის 7.5 თვეს.მზის ირგვლივ კი 35020 მ/წმ. სიჩქარით მოძრაობს. მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 7 თვესა და 12 დღეში ასრულებს. ყველაზე საინტერესო ფაქტი ისაა, რომ პლანეტა ვენერა თავისი ღერძის გარშემო პირუკუ მოძრაობს, მაშინ, როდესაც სხვა პლანეტები საპირისპიროდ მოძრაობენ. მეცნიერები კი ამ მოვლენას ვერანაირედ ვერ ხსნიან. მაგრამ, არსებობს ამ მიზეზის ამხსნელი დაუსაბუთებელი დებულებები. მის ზედაპირზე გამუდმებით ქრის ქარი მაღალი სიჩქარით (270–დან 350 კილომეტრამდე საათში). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვენერას არც ერთი თანამგზავრი არ ჰყავს.
უკანასკნელ პერიოდში ვენერაზე განხორციელდა კოსმოსური ავტომატური სადგურების გაშვება, რომლებმაც მხოლოდ რამდენიმე წუთით შეძლეს ყველაფრის დაფიქსირება, შემდეგ კი პლანეტის მაღალი ტემპერატურის გამო ისინი მალევე დაიწვნენ. პლანეტაზე არსებობს ერთი თანამგზავრი, რომელიც დაუზიანებელია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იგი შედარებით დაბალი ტემპერატურის მქონე არეზე დგას.
გადაღებულია  მეტედ საინტერესო ფილმი სახელწოდებით "მოგზაურობა ცისკიდურისკენ" (journey of the edge of the universe) სადაც ყველანაირი ინფორმაციაა კოსმოსის შესახებ, აქ აგრეთვე ვენერას შესახებაც ბევრ რამეს გაიგებ. თვალნათლივ დაინახავ მოქმედ ვულკანებს, ქარიშხლებს და ზოგადი წარმოდგწნა შეგექმნება რეალურად პლანეტის შესახებ.

ფიზიკური მახასიათებლები:

საშუალო რადიუსი             6051,8 ± 1,0 კმ
ზედაპირის ფართობი        4,60×108 კმ² 
მოცულობა                           9,38×1011 კმ³
მასა                                        4,8685×1024 კგ

შემადგენლობა:

 საბოლოოდ, ამით დავასრულებ ჩვენი გალაქტიკის, "ირმის ნახტომის" ყვრლაზე კაშკაშა ციურ სხეულზე საუბარს. მკითხველს კი საშუალება აქვს გაიგოს ზოგადი ინფორმაცია მაინც ერთ–ერთ პლანეტაზე და შეექმნას ზუსტი წარმოდგენა მის შესახებ, დაინახოს თუ როგორია იგი რეალურად და რამდენად სასტიკი თავისი ბუნებით. ხოლო რაც შეეხება ზოგიერთი პიროვნების ღრმად დაჯერებულებას სხვა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი გადათქვამს თავის მოსაზრებას.თემის მიზანი უპირველესყოვლისა, მკითხველისთვის პლანეტის შესახებ ინფორმაციის მიწიდება იყო, მაგრამ გარკვეულწილად იმის დამტკიცება, რომ პლანეტა ვენერაზე არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს სიცოცხლე. გარდა ამისა, ჩემი აზრით პლანეტებზე ინფორმაცია არა მარტო ფიზიკოსებსა სა ასტრონომებს უნდა ჰქონდეთ, არამედ საზოგადოების წარმომადგენელ თვითოეულ პიროვნებას.

  ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს ვენერას შესახებ:


გამოყენებული მასალა:

http://www.youtube.com/watch?v=mNgZA2Xkx-4

http://astronet.ge/index.php/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90/1245-2012-12-11-04-59-15

No comments:

Post a Comment