ჩემს შესახებ

მე ვარ ნინო გაჩეჩილაძე, 18 წლის დავიბადე 1994 წლის 27 იანვარს. წარმოშობით ვარ ახალციხიდან, მყავს ოჯახი:დედა, მამა, და და ძმა. ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსზე. აბიტურიენტობის დროს ჩემი ერთადერთი საფიქრალი და ოცნება სტუდენტობა იყო. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ურთულეს რამედ მიმაჩნდა, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ საქართველოში ეს არც ისე ძნელია. სტუდენტობაც უფრო საინტერესო მეგონა, მაგრამ არც ამ შემთხვევაში აღმოვჩნდი მართალი. ეს იმიტომ ,რომ მინდა მათემათიკოსი გამოვიდე, მაგრამ მათემათიკასთან დაკავშირებულ ერთ საგანსაც კი არ ვსწავლობ. მოკლედ, რომ ვთქვა უნივერსიტეტში ერთი მაგალითის ამოხსნაც კი არ დამჭირვებია. რა თქმა უნდა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ გავიგე, მაგრამ ჩემთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა, თუ ეს ყველაფერი იმ სფეროსთან იქნებოდა დაკავშირებული, რომელიც მე მიტაცებს.
ჩემი ჰობია დეკორატიული ნივთების დამზადება ყველანაირი მასალით: ნიჟარებით, კენჭებით, მატერიით, ძაფებით და ასე შემდეგ (ატმის კუტკებითაც კი). აგრეთვე მიყვარს ქსოვა, ქარგვა და კერვა. თავისუფალ დროს ვკითხულობ წიგნებს
(ჩემი უსაყვარლესი მწერალია ნოდარ დუმბაძე), ვუსმენ მუსიკას ან ვუყურებ ფილმებს (უფრო ხშირად გალაქტიკის, პლანეტების,  ვარსკვლავების წარმოშობისა და გაქრობის შესახებ). ძალიან მიყვარს ხუმრობა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთან დროის გატარება. ყოველთვის ვცდილობ სხვებს გავუზიარო ის რაც მე ვიცი და რაც საინტერესოა. იმედია ჩემი ბლოგის საშუალებით ბევრი ადამიანი მიიღებს მათთვის საინტერესო ინფოგმაციას...

No comments:

Post a Comment